THIS PAEGE CONTAINS SCENES OF SURGICAL INTERVENTION / ARE YOU A DOCTOR ?
არა
კი
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა
გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!
ჩვენ შესახებ

თვალის კლინიკა დავინჩი-ს არც თუ ისე შორეული წარსული აითვლება 2015 წლის აპრილიდან. იგი დაფუძნებულ იქნა თვალის ექიმი და ქირურგის ნიკოლოზ ლაბაურის თაოსნობით, უცხოური ფონდებისა და კერძო უცხოელი ინვესტორების ხელშეწყობით. დავინჩის სამედიცინო და სამეცნიერო ჯგუფის ენთუზიაზმს საფუძვლად  უდევს მეტად ამბიციური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უახლოეს მომავალში  მსოფლიო მნიშვნელობის თვალის კვლევითი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, .. „საქართველოს ეროვნული თვალის ინსტიტუტი". იგი იქნება ლიდერი არსებული ტრადიციული მედიცინის, კერძოდ ოფთალმოლოგიის დარგის განვითარებასა და ახალი სამკურნალო მეთოდების დანერგვაში, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს და უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს პაციენტებს.

ბოლო ერთი წლის მანძილზე თვალის კლინიკა "დავინჩი სრულიად იქნა აღჭურვილი  ბოლო თაობის მაღალტექნოლოგიური აპარატურით. მისი სამეცნიერო ჯგუფის თაოსნობით და მათი მრავალწლიანი გამოცდილებით მოხდა თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდების დანერგვა. დავინჩის სამედიცინო სამეცნიერო ჯგუფი აგრძელებს მის მოღვაწეობას სამამულო და საერთაშორისო არენაზე რაც გამოიხატება მსოფლიო კონფერენციებზე ინტენსიური ჩართულობით სამეცნიერო მოხსენებებით და სალექციო კურსის წაკითხვით.
დავინჩისმიერ დანერგილი ტრადიციის თანახმად, ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო კონფერენციები სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები აწარმოებენ .. „ლაივ" ქირურგიებს,რომლის ტრანსლირებაც ხდება ერთდროულად, როგორც თბილისის ასევე სხვადასხვა ქვეყნების საკონფერენციო დარბაზებში. ჩვენი ქირურგები გამუდმებით უზიარებენ და პირიქით ღებულობენ დაგროვილ გამოცდილებას სართაშორისო ოფთალმოლოგიური საზოგადოებისაგან. "დავინჩი-ს ჯგუფი აფინანსებს სამეცნიერო ექსპერტთა ჯგუფს, რომელთა სამეცნიერო ნაშრომები  და პუბლიკაციები ყოველწლიურად ქვეყნდება საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ოფთალმოლოგიურ ჟურნალებში.დაარსებიდან მოკლე ვადაში თვალის კლინიკა დავინჩი-ში წარმატებით მიმდინარეობს ისეთი დაავადებების დიაგნისტიკა და მკურნალობა, როგორიცაა დიაბეტური რეტინოპათია, ბადურის ჩამოცლა,კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია  პრემიუმ ბროლების იმპლანტაციით, რომელიც ერთდროულად მოხსნის, როგორც შორს ისე ახლომხედველობის პრობლემებს ასაკოვან თუ ახალგაზრდა პაციენტებშიგლაუკომის მკურნალობის თანამედროვე მიმართულებები, უნიკალური რეკონსტრუქციული ოპერაციები ტრავმებით გამოწვეული დაზიანების შემდეგ. ფრიად საამაყოა, რომ დავინჩის წამყვანი ქირურგები გახლავთ ერთერთი პირველი საერთაშორისოდ აღიარებული და ლიცენზირებული სპეციალისტები ტრავმული ფერადი გარსის სრული რეკონსტრუქციისა და პროტეზირების ქირურგიაში. "დავინჩი”-  კლინიკში ასევე წარმატებით ტარდება რქოვანის გადანერგვა,რეფრაქციული ქირურგიის ყველა მეთოდიკა:ახლომხედველობისა და ასტიგმატიზმის ლაზერული კორექცია, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს პაციენტებს სამუდამოდ განთავისუფლდნენ სათვალისა თუ კონტაქტური ლინზებისგან.

წელიწადის განმავლობაში კლინიკის ბაზაზე ტარდება თვალის სხვადასხვა პათოლოგიის 2500-ზე მეტი ქირურგიული და ლაზერული მკურნალობა, რის შედეგადაც თითქმის ყველა პაციენტიუბრუნდება ყოველდღიურ ცხოვრების წესს, გაუმჯობესებული მხედველობის ხარისხით. ეს ყოველივე იქნებოდა შეუძლებელი, თუ არა კლინიკაში დანერგილი თანამედროვე მკურნალობის თერაპიული და ქირურგიული მეთოდები.აქ ყველა პაციენტი უნიკალურია და მისთვის ინდივიდუალურად ხდება მკურნალობის ყველა ეტაპის შერჩევა,ხოლო კლინიკის სამედიცინო და სამეცნიერო ჯგუფი დაუღალავად ზრუნავს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ვინაიდან მათ კარგად ესმით, რომ ეს ყოველივე შეეხება ერთ-ერთ, სიცოცხლისადა გარესამყაროს შემეცნებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას,რასაც  მხედველობა  ჰქვია.